суббота, 18 октября 2008 г.

ანუ შენიღბული შეცდომები და სოფიზმები



  • პროექტის სახელი: მცდარი ჭეშმარიტება.
  • როექტის მოკლე აღწერა: ზოგიერთი თითქოს გამარტივებული, მაგრამ მცდარი მეთოდების შედეგად დაშვებული შეცდომებისა და სოფიზმების განხილვა.
  • პროექტის სრული აღწერა: ხშირ შემთხვევაში მოსწავლეებს ზოგიერთი მეთოდი რთულად ეჩვენებათ და მათი მასწავლებლები ძალისხმევის გაზრდის ნაცვლად მათ უმარტივებენ მეთოდს და პოულობენ ამა თუ იმ პრობლემის ადვილ გადაწყვეტას, რომელიც რიგ კონკრეტულ შემთვევებში ნამდვილად ეფექტურია, მაგრამ შემდეგ მოსწავლეები ვერ ახერხებენ შემთვევების გარკვევვას და ერთმანეთისგან განსხვავებას თუ სად უნდა გამოიყენონ და სად არ უნდა გამოიყენონ, ანუ ისინი განაზოგადებენ ამოცანას და უკვე არა მარტო იმ კონკრეტულ პრობლემაში არამედ სხვა მსგავს შემთხვევაშიც იყენებენ იმავე გამარტივებულ მეთოდს, რომელიც უკვე არამხოლოდ ეფექტს კარგავს, არამედ შეცდომასაც უშვებს. ეს პროექტი ითვალისწინებს ისეთი მეთოდების განხილვას, რომლებშიც დიდი საშიშროებაა შეცდომის დაშვების და შეცდომების თავიდან აცილების გზების ძიებას. ამავე დროს არ ითვალისწინებენ რომ მათემატიკა არის ზუსტი მეცნიერება, რომელიც მოითხოვს ყოველი წინადადების მკაცრ დასაბუთებას... ამის არ-გათვალისწინება იწვევს ზოგიერთი წინადადების ბრმად მიღებას, რაც თავის მხრივ იწვევს პარადოქსულ მტკიცებულებებს, მაგალითად 2x2=5. ასე, რომ ეს პროექტი ასევე მოიცავს ასეთი სოფიზმების განხილვას და გარჩევას თუ რა შეცდომის შედეგად ვღულობთ 2x2=5 ტოლობას...
  • მონაწილეთა ასაკი/კლასები: 12-18 წელი, 6-12 კლასი
  • ვადები: წლიდან წლამდე
  • პროექტის შესაძლო აქტივობა კლასში:
  • მოსალოდნელი შედეგები: საგნის უფრო ღრმად შესწავლა და შეცდომების შემცირება.
  • სამუშაო ენა: ქართული
  • ეროვნულ გეგმასთან კავშირი:
  • მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
  • პროექტის ფასილიტატორის სახელი: მიხეილ მებონია
  • პროექტის ფასილიტატორის ელექტრონული ფოსტა: yomodolacasa@gmail.com
  • პროექტის ფორუმი:
  • პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: yomodolacasa.blogspot.com


5 комментариев:

სიცოცხლე მშვენიერია!!! комментирует...

მათემატიკოსებო მთელი საქართველოსი შეერთდით!

ელენე ფირცხალავა комментирует...

saocaria magram azartulic iqneba am proeqtshi monawileoba. ogond kitxva maqvs , tu sheizleba?
roca chaertveba am CHidilshi saqatvelos sxvadasxva kutxis " matematikosebi" mat ertidaigive davalebis shesruleba mouwevT tu ara?
imedia yvelaferi sainteresod chaivlis.
warmatebebi minda gisurvot!
elene
52-e sajaro skola
tbilisi

ნინო გულუა комментирует...

bakur!aba shen ici da shenma bichobam!bolomde miikvane es sakme da gvasaxele!

Mikheil Bakur Mebonia комментирует...

მე პროექტი შევცვალე...
მაგრამ ვინც მათემატიკური ჭიდილით დაინტერესდა მათ საყურადღებოდ: ჩემი წინა პროექტი შორეული პერსპექტივაა, მანამდე კი ჩვენ კომაროვში ხშირად ვატარებთ მათემატიკურ ჭიდილებს და დაინტერესებული პირები თუ მომწერენ თავიანთ საკონტაქტო მონაცემებს წინასწარ დავუკავშირდები და მოვიწვევ ჩვენს მათემატიკურ ჭიდილზე... სხვათაშორის ჯერჯერობით დღე არ დაგვინიშნავს თორემ გადაწყვეტილი და დაგეგმილია კომაროვის ახალი თაობის მასწავლებლებსა და უფროსი თაობის მასწავლებლებს შორის ჭიდილი!!!

shore комментирует...

ყურადღებით ვადევნებ თვალს თქვენს პროექტს. თემა საინტერესოა,მით უფრო ბავშვებისთვის.გისურვებთ წარმატებებს.